ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ჩემპიონობა არ აღნიშნა - გორეცკა ტუხელზე გაბრაზდა

ბუნდესლიგის დრამატულ ბოლო ტურში „ბაიერნმა“ ზედიზედ მეთერთმეტე ჩემპიონობა მოიპოვა. „დორტმუნდის ბორუსიას“ ჩავარდნით „რეკორდმაისტერმა“ ისარგებლა.

ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, ყველასთვის საზეიმო უნდა იყოს, მაგრამ მიუნხენელთა ერთ-ერთი ფეხბურთელი გუნდს გამოეყო და მოწყენილი მარტო განცალკევებით იდგა.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არავის გამოეპარა. საუბარი ლეონ გორეცკაზეა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ის ტომას ტუხელზეა გაბრაზებული.

გერმანელი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში გაცილებით ცოტას თამაშობს და დღევანდელ მატჩშიც სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ტუხელმა ის მინდორზე 71-ე წუთზე შეიყვანა და 85-ეზე გამოიყვანა. მის ნაცვლად თამაშში ჯამალ მუსიალა ჩაერთო, რომელმაც ჩემპიონობის მომტანი გოლი გაიტანა.

Kicker-ის ცნობით, გორეცკასთვის ეს სიტუაცია ყოვლად მიუღებელია და შესაძლოა მომავალ სეზონში „რეკორდმაისტერი“ დატოვოს.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დორტმუნდის კოშმარული დღე - ბაიერნი ბუნდესლიგის ჩემპიონია
დორტმუნდის კოშმარული დღე - ბაიერნი ბუნდესლიგის ჩემპიონია