ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ვინისიუსი სევილიასთან არ იქნება | ფანები პროტესტს გეგმავდნენ

ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში, მადრიდის „რეალი“ „სევილიას“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბს“ ფონს გასვლა ერთ-ერთი ლიდერის, ვინისიუს ჟუნიორის გარეშე მოუწევს, რომელიც ანდალუსიელებთან გასამართ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

ვინისიუსის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ბლანკოსის“ თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა. იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, ბრაზილიელის არყოფნის მიზეზი კიდევ ერთ მტრულ სტადიონს თუ უკავშირდებოდა, რაზეც ანჩელოტიმ კატეგორიული უარი განაცხადა: „არა. ვინისიუსი მადრიდში ტრავმის გამო რჩება. მას მუხლი ისევ აწუხებს. თამაში რომ შეეძლოს, ჩვენთან ერთად წამოვიდოდა“.

საინტერესოა, რომ „სევილიას“ გულშემატკივრები „რეალთან“ მატჩისას საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ. ანდალუსიელთა ქომაგებს არ მოეწონათ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს და გეგმავდნენ, ამ შეხვედრისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

ანდალუსიელები ორ ვარიანტს განიხილავდნენ. ერთის მიხედვით, ისინი სტადიონზე მისვლას არ აპირებდნენ, ხოლო მეორის მიხედვით, სტადიონზე მატჩის დაწყების შემდეგ შევიდოდნენ. ესპანური პრესის ცნობით, ვინისიუსის არყოფნის გამო, საპროტესტო აქციას ადგილი არ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა
„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა