გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცს დაუკავშირდნენ | მილანი მიქაუტაძით სერიოზულად ინტერესდება

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. ცნობილი ფრანგული გამოცემის, Foot Mercato-ს ინფორმაციით, მიქაუტაძე „მილანის“ რადარზე იმყოფება და კლუბებს შორის კონტაქტიც იყო.

Foot Mercato-ს ცნობით, „მილანმა“ მიქაუტაძის გუნდს წინადადებით მიმართა და დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა. „როსონერის“ ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ქართველ თავდამსხმელს რამდენჯერმე გაესაუბრა და „მეცის“ ლიგა 1-ში აღზევების შემთხვევაში, იტალიელები მზად არიან, ტრანსფერის შემდეგ, გიორგი საფრანგეთში იჯარის წესით დატოვონ.

ცნობისთვის, მიქაუტაძისა და „მილანის“ შესახებ რამდენიმე კვირის წინაც დაიწერა. მაშინ საფეხბურთო კონსულტანტმა, ნასერ საჰკიმ განაცხადა, რომ „როსონერი“ ქართველი ახალგაზრდას მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენდა და მას აქტიურად აკვირდებოდა.

ცნობისთვის, 22 წლის გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 35 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. თუ „მეცი“ ლიგა 2-ში დარჩება, ფრანგული კლუბისთვის ქართველი ტალანტის შენარჩუნება ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“
რომას ფეხბურთელი: „კვარა ჩემი შთაგონების წყაროა“