სპალეტი: ჩემი მომავლის შესახებ ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ
Aa
Aa

სპალეტი: ჩემი მომავლის შესახებ ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ

სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ინტერს“ შინ 3:1 მოუგო. მატჩის შემდეგ, ლუჩანო სპალეტი პრესასთან სასაუბროდ წარდგა.

„რა მომეწონა? პირველ რიგში თამაშის ხარისხი, რომელიც გამოგვარჩევდა. დღევანდელი მატჩი სტიმული იყო, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი თამაშობდა. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სკუდეტოს მოგება შემთხვევითი არ ყოფილა. გარდა ამისა, ინტერი იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც აქამდე დამარცხებული არ გვყავდა.

ნაპოლი სპალეტის გარეშე? გუნდს არავინ სჭირდება, ის პრეზიდენტმა და ჯიუნტოლიმ სწორად ააშენეს.

ამ ყველაფრისკენ ვისწრაფოდი და ეს არის საუკეთესო რამ, რისი განცდაც შეიძლებოდა.

ოსიმენის ნერვიულობა? ყოველთვის საჭიროა ის, რასაც იგი მოედანზე აკეთებს. მას შეუძლია გაბრაზდეს, მაგრამ ყოველთვის მწვრთნელის ბრალი არ არის, როდესაც გვცლიან. მას მთელი კვირის განმავლობაში უწყვეტად არ უვარჯიშია, ასევე სხვებიც არიან.

მე არაფერს ველოდები, ყველაფერი განსაზღვრულია. ჩემი მომავლის შესახებ ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ“.

აქვე გეტყვით, რომ ეს ნეაპოლელთა ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 სეზონში სერია A-ში ყველა გუნდის დამარცხება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის საოცარი სეივები, ჩხუბი ვინისიუსთან და გამარჯვება რეალთან
მამარდაშვილის საოცარი სეივები, ჩხუბი ვინისიუსთან და გამარჯვება რეალთან