სახელფასო მანიპულაცია - იუვენტუსს მორიგი ბრალდება წაუყენეს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პროკურატურამ, ტურინის „იუვენტუსს“ სახელფასო თაღლითობაში ბრალი წაუყენა. ინფორმაციას La Republica ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, „იუვენტუსმა“ 2019/20 წლების სეზონში კორონავირუსის პანდემიის დროს კლუბის ფონდიდან უკანონო „სახელფასო მანევრები“ განახორციელა. სასამართლო სხდომა ივნისშია ჩანიშნული.
იანვარში „იუვენტუსი“ სერია A-ში 15 ქულის ჩამოკლებით დაისაჯა. მიზეზი ფინანსური თაღლითობა იყო. გაირკვა, რომ კლუბი კაპიტალის გაზრდის მიზნით, თავისი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების გადაჭარბებით იყო დაკავებული. მოგვიანებით, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (CONI) სპორტის გარანტიების საბჭომ, კლუბის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმე განსახილველად ზემდგომ სასამართლოს გადაუგზავნა. „ბებერ ქალბატონს“ სერია A-ში დროებით 15 ქულა დაუბრუნდა.
საქმე სრულად არ დახურულა და არის დიდი შანსი, მოგვიანებით „იუვენტუსს“ 9 ქულა ისევ ჩამოაკლონ.
„იუვენტუსი“ ამჟამად 69 ქულით სერია A-ში მეორე ადგილზე იმყოფება.