ფანი, რომელმაც ვესტ ჰემის ფეხბურთელთა ოჯახები ალკმაარის ქომაგებისგან დაიცვა
Aa
Aa

ფანი, რომელმაც ვესტ ჰემის ფეხბურთელთა ოჯახები ალკმაარის ქომაგებისგან დაიცვა

„ვესტ ჰემი“ კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა და ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობას „ალკმაარი“ გამოთიშა. „ჩაქუჩებმა“ განმეორებითი შეხვედრა სტუმრად გამართეს და 1:0 მოიგეს, მატჩის დასრულების შემდეგ კი „ვესტ ჰემის“ ორმა ქომაგმა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

საფინალო სასტვენის შემდეგ, „ალკმაარის“ ულტრასი ქომაგები ტრიბუნების იმ ნაწილისკენ გაემართნენ, სადაც „ჩაქუჩების“ ფეხბურთელების ოჯახის წევრები ისხდნენ. ნიდერლანდელი გულშემატკივრები „ვესტ ჰემის“ ორმა ქომაგმა შეაჩერა, რომელთაგან ერთ-ერთი 58 წლის კრის ნოლი გახლდათ.

„ვიფიქრე, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა იქნებოდა. მარტივად შეამჩნევდით, რომ მათ ცუდი განზრახვები ჰქონდათ და გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ჩემ უკან არ აღმოჩენილიყვნენ. საკუთარ თავს გმირს ვერ ვუწოდებ, რადგან ჩემ გვერდით ბიჭი იდგა, რომელიც ძალიან დამეხმარა და ზუსტად იგივე გააკეთა“.

ცნობისთვის, მატჩის შემდეგ, „ვესტ ჰემის“ გოლკიპერმა, ალფონს არეოლამ და მისმა მეუღლემ კრის ნოლს „ლეგენდა“ უწოდეს, ბრიტანულ პრესაში კი მას მეტსახელად „ალკმაარის ანგელოზი“ შეარქვეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - შესაძლოა, ინტერთან მატჩი გამოტოვოს
ხვიჩამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - შესაძლოა, ინტერთან მატჩი გამოტოვოს