გიორგი გველესიანი
Aa
Aa

გველესიანის წარმატება | მისი პერსეპოლისი ჩემპიონი გახდა

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ სპარსეთის ყურის პრო ლიგის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტურში, გველესიანის გუნდი სტუმრად „ნასაჯი მაზანდარანს“ დაუპირისპირდა და ტიტული ბრწყინვალე გამარჯვებით გაინაღდა.

„პერსეპოლისმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 4:0 იმარჯვა. შეხვედრაში ანგარიში ალი ნემატიმ გახსნა, რომელმაც მე-3 წუთზე გაიტანა. 28-ე წუთზე, საეიდ სადეღიმ საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 75-ე წუთზე, სორუშ რაფიელმა თავი გამოიჩინა, ხოლო 3 წუთში სარიეკმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა და 87-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგიმ სპარსეთის ყურის პრო ლიგის სეზონის 30 შეხვედრიდან მონაწილეობა 29-ში მიიღო და მის ანგარიშზე 6 გოლია, 3-ჯერ კი სათასო დაპირისპირებაში გამოირჩა. „პერსეპოლისმა" ჩემპიონობა 66 ქულით მოიპოვა და მეორეადგილოსან „სეპაჰანს" 1 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში იქნება“ - France Football ხვიჩაზე
„ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში იქნება“ - France Football ხვიჩაზე