გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა | რამსდეილი არსენალში რჩება
„არსენალის“ მეკარემ, აარონ რამსდეილმა „მეთოფეებთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინგლისელმა გოლკიპერმა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა და ლონდონურ კლუბს საკუთარი მომავალი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
He's a keeper ????
— Arsenal (@Arsenal) May 18, 2023
„მოხარულნი ვართ, რომ რამსდეილმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მან საოცარ პროგრესს მიაღწია და ძალიან კარგია, ჩვენს მომავალს ყველაზე დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელების გარშემო რომ ვაშენებთ“, - განაცხადა „არსენალის“ თავკაცმა, მიკელ არტეტამ.
„ძალიან კარგია, შეთანხმებას რომ მივაღწიეთ და აარონთან ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მან ბევრი კარგი მომენტი გვაჩუქა და უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია“, - აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ედუმ.
შეგახსენებთ, რომ რამსდეილმა საფეხბურთო კარიერა „შეფილდ იუნაიტედში“ დაიწყო, 2017 წელს კი „ბორნმუთს“ მიაშურა. „არსენალმა“ რამსდეილის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და მალევე იგი ლონდონელთა ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ იქცა.