იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანის აგენტი: „ჩელსისთვის უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო“

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის აგენტმა, ფოლკერ შტრუტმა „ჩელსის“ ინტერესზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნაგელსმანი „არისტოკრატების“ ნომერ პირველი სამიზნე იყო და „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლაზე უარის თქმა სწორი ნაბიჯი გახლდათ.

„ჩელსიში წასვლაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო. საუბარი გვაქვს კლუბზე, რომელიც პრობლემურ ვითარებაში იმყოფება და მათმა სატრანსფერო პოლიტიკამ, რომლის შედეგადაც მილიონები დაიხარჯა, მოლოდინები გაზარდა. გარდა ამისა, სხვა პრობლემური საკითხებიც იყო.

ნაგელსმანი ჩელსის ნომერ პირველი სამიზნე გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვქონდა. ვფიქრობ, იულიანს ლონდონში გადასვლა რომ მოესურვებინა, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს. გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულება ამ კვირაში დაიდება და არგენტინელი სპეციალისტი კლუბთან 3 სეზონზე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა
„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა