მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ლიგა 2-ში? მიქაუტაძე პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინეს

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა, რაც უკვე დიდი აღიარებაა, თუმცა შესაძლოა, ქართველი თავდამსხმელი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდეს.

აღნიშნული ორგანიაცია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ლიგა 1-შიც ავლენს, ეს ჯილდო კილიან მბაპემ სამჯერ მოიგო. რაც შეეხება ლიგა 2-ს, 2010 წელს საუკეთესოდ ოლივიე ჟირუ დასახელდა. 2021 წელს ეს ჯილდო ამინე ადლიმ მიიღო, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერში“ თამაშობს.

გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ლიგა 2-ის 34 მატჩში 22 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასის ორ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 

მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორეადგილოსანს 5 გოლით უსწრებს. საგოლე პასების რაოდენობით მხოლოდ ჟან-ფილიპე კრასოს ჩამორჩება, რომელმაც 9 საგოლე პასი შეასრულა, მიქაუტაძეს 1 საგოლე პასით უსწრებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფორვარდს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.  მის მიმართ ინტერესს იტალიური კლუბები და ინგლისური „ბარნლი“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები