ფეხბურთელი ანტიჰომოფობიურ კამპანიაში არ ჩაერთო | ამის გამო კლუბმა დააჯარიმა
Aa
Aa

ფეხბურთელი ანტიჰომოფობიურ კამპანიაში არ ჩაერთო | ამის გამო კლუბმა დააჯარიმა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა „ნანტმა“ საკუთარი ფეხბურთელი, მოსტაფა მოჰამედი ანტიჰომოფობიურ კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმის გამო დააჯარიმა. საფრანგეთში LGBTQ+ თემის მხარდასაჭერი კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ფეხბურთელთა ნომრები და კაპიტნის სამკლავურები ცისარტყელას დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. მოჰამედმა ასეთი მაისურის მორგებაზე უარი თქვა და „ტულუზასთან“ გამართული მატჩი გამოტოვა.

„ნანტის“ განცხადების მიხედვით, კლუბი ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მოჰამედი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვების გამო დაჯარიმდა. ფეხბურთელის მიერ გადახდილი თანხა ორგანიზაციას გადაერიცხება, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ მოჰამედი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ამ კამპანიაში არ ჩაერთო. „ნანტის“ მეტოქის, „ტულუზას“ რიგებში იგივე სამმა ფეხბურთელმა გააკეთა და ჯერჯერობით უცნობია, კლუბი მათთან მიმართებით რა ვერდიქტს გამოიტანს. მოჰამედის მსგავსად, ისინიც სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩნენ.

ცნობისთვის, „ნანტს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „ყვითლები“ მომდევნო შეხვედრას 20 მაისს გამართავენ და საკუთარ კედლებში „მონპელიეს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს
მის შემცვლელს ეძებენ | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ტოვებს