მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა იწყება - ფასები ცნობილია
ხვალიდან, რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყება.
უნდა ითქვას, რომ ბილეთების ფასი არც თუ ისე მაღალია. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებზე, ყველაზე დაბალ ფასიანი ბილეთი 105 დოლარი ეღირება.
რაც შეეხება უშუალოდ ფინალის ბილეთს, მისი ფასი 1 100 დოლარიდან დაიწყება. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ესეც საკმაოდ მისაღები ფასია.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალი სტარტს 2018 წლის 14 ივნისიდან აიღებს და 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.