იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ტოპ კლუბი, დიდი პოტენციალით | ნაგელსმანს ტოტენჰემის ვარიანტი მოსწონს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი პრემიერ ლიგის გუნდების რადარზე იმყოფება. მისი დანიშვნით „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ ინტერესდებოდნენ და გერმანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ფავორიტი გამოიკვეთა.

Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, „დეზები“ აქტიურად ცდილობენ, ნაგელსმანთან შეთანხმებას მიაღწიონ. ლონდონელებმა მასთან ახალი მოლაპარაკებები წამოიწყეს და იმედი აქვთ, ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

ნაგელსმანს „დეზების“ ვარიანტი მოსწონს და თვლის, რომ „ტოტენჰემი“ ტოპ კლუბია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაგელსმანს სურს, შეიტყოს, რამდენად დიდი გავლენა ექნება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე. პლეტენბერგის მიხედვით, ეს გადაულახავი დაბრკოლება არ იქნება და მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ნაგელსმანისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. საქმე ისაა, რომ ლონდონელები მაურისიო პოჩეტინოს დაყოლიებასაც ფიქრობენ. ეს კი გერმანელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ის ფიქრობდა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ფორმალობა იყო და ზაფხულში „არისტოკრატებს“ ჩაიბარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე
„კლუბი მიაგდო და გაიქცა“ - რუსული გამოცემის სტატია ხვიჩაზე