გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშეს, რაც კიდევ ერთხელ დაუფასდათ და ტურის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ.

დავითაშვილის „ბორდომ“ „ვალანსიენს“ 2:0 მოუგო. ზურიკოს არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე აქტიური და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძის „მეცს“, ისინი „პარიზს“ დაუზავდნენ (1:1). ქართველმა ფორვარდმა გატანა ამჯერადაც შეძლო და ეს პენალტის ნიშნულიდან გააკეთა.

ლიგა 2-ს „ლე ავრი“ 68 ქულით ლიდერობს, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ანგარიშზე 62 ქულაა, მესამე პოზიციას 59 ქულით „მეცი“ იკავებს. ელიტაში საუკეთესო 2 გუნდი აღზევდება. 34-ე ტურში „ბორდო“ „კაენს“ მიიღებს (6 მაისი), „მეცი“ „ნიორს“ ესტუმრება (6 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ
„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ