ლიონელ მესი, კარლოს სოლერი, ფაბიან რუისი
Aa
Aa

დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან | პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო გეგმები

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები კლუბის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო არიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ცვლილებებს განახორციელებენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი ავრცელებს და გვაუწყებს, რომ პარიზული გრანდი მზადაა, გუნდის გასაძლიერებლად 225 მილიონი ევრო დახარჯოს.

L’Equipe-ის მიხედვით, სეზონის დასრულების შემდეგ, „პარკ დე პრენსს“ სერხიო რამოსი დატოვებს, რომელიც პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ასევე, განიხილება, პრესნელ კიმპემბეს გაყიდვა, რომლის სავარაუდო შემცვლელადაც ჟან-კლერ ტოდიბოს ან აქსელ დისასის მოიაზრებენ.

L’Equipe-ის ცნობით, დიდი შანსია, ადგილსამყოფელი ფაბიან რუისმა და კარლოს სოლერმა გამოიცვალონ. ისინი პსჟ-ს სამომავლო გეგმებში არ შედიან და მათ ნაცვლად, კლუბი კეფრენ ტურამის მიყვანას აპირებს. ლიონელ მესის რაც შეეხება, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს. ფრანგული გრანდი მის ნაცვლად ჰარი კეინის, ვიქტორ ოსიმენის, რანდალ კოლო მუანის ან მარკუს ტურამის გაფორმებას განიხილავს.

ცნობისთვის, ფრანგულ პრესაში ისიც იწერება, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ მთავარი მწვრთნელის შეცვლასაც განიხილავენ. კრისტოფ გალტიემ ხელმძღვანელთა იმედები ვერ გაამართლა და არის შანსი, პოსტის დატოვება მოუწიოს. თანაც, მის გარშემო რასიზმთან დაკავშირებული სკანდალია აგორებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში პირველად! - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ისტორიაში პირველად! - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს