რეკორდული წინადადება - კატარელი შეიხი მანჩესტერის შეძენას გეგმავს
კატარის შეიხი ჯასიმ ბინ ჰამად ალ-ტანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის დიდ სურვილს გამოთქვამს და მზადაა რეკორდული თანხაც გადაიხადოს - 5 მილიარდ ფუნტზე მეტი.
CBS Sports-ის ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის ცნობით, ალ ტანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად საბოლოო შეთავაზება გააკეთა. შეიხის წინადადება ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან დამატებით სახსრებს და ინვესტიციების მოზიდვას კლუბის ინფრასტრუქტურაში.
5 მილიარდ ფუნტზე მეტი სპორტული კლუბის სანაცვლოდ არასდროს გადაუხდიათ. ყველაზე დიდი გარიგება სპორტული კლუბის შესაძენად აქამდე 2022 წელს შედგა, როდესაც NFL კლუბი Denver Broncos-ი $4.65 მილიარდად გაიყიდა.
Sky Sports-ი იტყობინება, რომ გლეიზერბმა შესაძლოა უარი თქვან ალ ტანის წინადადებაზე, მიუხედავად მისი შეთავაზებული თანხისა. ამერიკელებს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სანაცვლოდ დაახლოებით 6 მილიარდი ფუნტის მიღება უნდათ.
შეიხს „მანჩესტერ იუნაიტედის" 100%-იანი წილის ყიდვა სურს. აღნიშნულია, რომ ასეთი სურვილი მხოლოდ კატარელ ინვესტორებს აქვთ.