ლოჩოშვილზე პენალტს ითხოვდნენ | ფიორენტინა კოპა იტალიის ფინალშია
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ კოპა იტალიას დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალში იყო გასული, სადაც მისი მეტოქე „ფიორენტინა“ გახლდათ და „ვიოლამ“ ორი მატჩის ჯამში, 2:0 იმარჯვა.
„იებს“ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული და საკუთარ კედლებში უგოლო ფრე ითამაშეს. „ფიორენტინა“ კოპა იტალიის ფინალში მეთერთმეტედ გავიდა და საუკეთესოს ვინაობას „ინტერის“ წინააღმდეგ გაარკვევს, რომელმაც „იუვენტუსს“ აჯობა.
ლოჩოშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად იასპარეზა. 27-ე წუთზე, მან ვარდნა განახორციელა, რომლის შემდეგაც ბურთი ხელზე მოხვდა და „ფიორეს“ ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯი სხვა აზრზე იყო. „კრემონეზეს“ მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა და მატჩი 2 ზუსტი დარტყმით დაასრულა, „ვიოლა“ კი ფინალში დამსახურებულად გავიდა.
‼️La #Fiorentina protesta per questo intervento di #Lochoshvili
— calciomercato.it (@calciomercatoit) April 27, 2023
Il georgiano va in scivolata e poi tocca col braccio: giusto non dare rigore❓#FiorentinaCremonese pic.twitter.com/rHiPHpse4R
ცნობისთვის, კოპა იტალიის ფინალი 24 მაისს გაიმართება და მას „სტადიო ოლიმპიკო“ უმასპინძლებს. „ფიორენტინას“ ეს ტიტული 6-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა ამ ტურნირზე 2001 წლის შემდეგ არ უმარჯვია.