ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი? - როგორია ბუდუს პროგნოზი

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და „ბაიერნსა" და „დორტმუნდს" ჩემპიონობისთვის დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. „შავ-ყვითლები“ პირველ ადგილს იკავებენ, 60 ქულა აქვთ და „რეკორდმაისტერს“ 1 ქულით უსწრებენ.

ბუნდესლიგის ტრიუმფატორის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდება და საჩემპიონო ბრძოლასთან დაკავშირებით, პროგნოზი „კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა გააკეთეს. მათ შორის ბუდუ ზივზივაძეც იყო და ქართველმა შემტევმა „დორტმუნდის“ წარმატება ივარაუდა.

„ვფიქრობ, დორტმუნდი ჩემპიონი გახდება და მინდა კიდეც, რომ ასე მოხდეს“, - განაცხადა ზივზივაძემ. „კარლსრუეს“ ფეხბურთელთა უმრავლესობა უპირატესობას სწორედ „შავ-ყვითლებს“ ანიჭებს, თუმცა, რამდენიმე მათგანმა „ბაიერნიც“ ახსენა, ლეონ იენსენმა კი საერთოდ „ფრაიბურგის“ ტრიუმფი ივარაუდა. საინტერესოა, რომ „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის ასისტენტს, ზლატან ბაირამოვიჩს განსხვავებული პოზიცია აქვს და თვლის, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა არც ერთ კლუბს არ დაუმსახურებია.

 

View this post on Instagram

A post shared by KSC (@karlsruhersc)

ცნობისთვის, „დორტმუნდს“ მომდევნო შეხვედრა „ბოხუმთან“ ელის და მატჩი 28 აპრილს გაიმართება, „ბაიერნის“ მომდევნო მეტოქე კი „ჰერტა“ გახლავთ, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტიმ არსენალს უშანსოდ მოუგო - გუარდიოლას გუნდი პოტენციური ლიდერია
სიტიმ არსენალს უშანსოდ მოუგო - გუარდიოლას გუნდი პოტენციური ლიდერია