ხვიჩა კვარაცხელია, მარეკ ჰამშიკი, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

„კვარა ძალიან ძლიერია, მაგრამ მთავარი ლობოტკაა“ - ჰამშიკის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკა ცნობილ იტალიურ სააგენტო Il Mattino-სთან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ შთამბეჭდავ სეზონზე ისაუბრა და საჩემპიონო სამზადისზე თავისი ემოციებიც გაუზიარა.

რას თქვა ჰამშიკმა:

ძალიან ამაყი და გახარებული ვარ. რაც უფრო ვუახლოვდებით ჩემპიონობას, უფრო მეტად ვფიქრობ ნეაპოლელ გულშემატკივრებზე, რომლებიც გუნდში ყოფნის პერიოდში, ყოველ სეზონში სკუდეტოს მოგებას გვთხოვდნენ. როგორც იქნა, ეს დრო მოვიდა.

განვლილი წლების განმავლობაში ბევრჯერ ვიყავით ამასთან ახლოს, მაგრამ მხოლოდ მცირედით ვახერხებდით შეხებას. ბევრჯერ წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ქალაქის რეაქცია, სიხარული, როცა ჩემპიონები გავხდებოდით. ვიცი, როგორ ცხოვრობს ხალხი ნეაპოლში და რას ნიშნავს გულშემატკივრებისთვის „ნაპოლი“.

ყოველთვის, როდესაც ხალხს ვხვდებოდი, მეუბნებოდნენ: „უნდა მოვიგოთ სკუდეტო“. ეს ყველასთვის ახდენილი ოცნებაა. ბედნიერი ვარ ამ გუნდის, დირექტორების, ექიმები, Castel Volturno-ს მცველების გამო, ეს ყველა მათგანის გამარჯვებაა.

„ნაპოლი“ ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ნაწილი, ეს სკუდეტო კი ჩემი არ არის. ეს არის მათი, ვინც იბრძოდა და მოიგო. კლუბში მეც განვიცადე დაუვიწყარი ზეიმი, როდესაც 2012 წელს კოპა იტალია მოვიგეთ, მას შემდეგ, როდესაც ბოლო 22 წლის განმავლობაში კლუბს არაფერი ჰქონდა მოგებული. ვიცი, ნეაპოლელ ხალხს რაც აბედნიერებს და ეს ერთხელ მეც გამოვცადე საკუთარ თავზე ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ.

არ ვფიქრობ, რომ კონკურენტები გასულ წლებთან შედარებით უფრო სუსტები არიან. შეხედეთ „ინტერს“ და „მილანს“. ორი იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და ამასთან, რამდენიმე გუნდი ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაშიც წარმატებით გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ დომინირება სწორედ მათი სიძლიერიდან არის განპირობებული.

35 წლის სლოვაკმა ხვიჩა კვარაცხელიასა და მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებზეც ისაუბრა:

კვარას მხოლოდ ორი თამაში დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი თამაში ეჩვენებინა. თავისი ძალა, უნარი, რომ მეტოქე პირისპირ ათიდან 9 შემთხვევაში მოატყუოს, გადალახოს და შეტევაში უპირატესობა შექმნას.

რაც შეეხება სეზონის MVP-ის, მგონია, რომ ეს სტანისლავ ლობოტკაა. არა იმიტომ, რომ ის ჩემნაირად სლოვაკია, არამედ, იმიტომ რომ მისმა ნიჭმა და სათამაშო თვისებებმა აიძულა „ნაპოლი“, რომ ამ სეზონში ასეთი შედეგები დაედო.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონობის განაღდება ამ უქმეებზე შეუძლია. თუ 29 აპრილს, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს და 30 აპრილს, „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, მაშინ „პარტენოპეი“ იტალიის ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი-სალერნიტანას მატჩის თარიღი შეიცვლება | პარტენოპეის სათადარიგო გეგმაც აქვს
ნაპოლი-სალერნიტანას მატჩის თარიღი შეიცვლება | პარტენოპეის სათადარიგო გეგმაც აქვს