ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვენტოლა: ეს კვარას დღე არ იყო, მას პენალტი არ უნდა დაერტყა

„მილანთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ბევრი ექსპერტი შეეხო და შეაფასა. აზრები ორად არის გაყოფილი, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ქართველს საოცარი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგიდან „ნაპოლის“ გამოვარდნა სხვა მიზეზების გამო მოხდა.

Bobo TV-ის ეთერში ხვიჩას შესახებ „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა ნიკოლა ვენტოლამ ისაუბრა, რომელიც თვლის, რომ კვარას პენალტი არ უნდა დაერტყა, რადგან ეს მისი დღე არ იყო.

„კვარაცხელიამ საწყის 20 წუთში მატჩში დაძაბულობა შეიტანა და ფეხბურთელები ანერვიულა. ჩემი აზრით, ეს არ იყო მისი დღე. მისი გადაწყვეტილებები, იდეები და მოქმედებები - ვთვლი, რომ მას პენალტი არ უნდა დაერტყა.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად ეს კვარაცხელიას დღე არ იყო. გუნდს ეს ვერ დაეხმარა.

ოსიმენი? ის მოედანზე სივრცეს ვერ პოულობდა. მან თავისი თამაში ვერ იპოვა და მეტოქე ხშირად აიძულებდა ეგრეთწოდებული ნახევარმთვარე ეთამაშა“.

- ამბობს ვენტოლა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ისტორიაში პირველად შეძლო და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშა. „მილანი“ კი ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი იშლება? კვარა დარჩება, 3 ლიდერი იყიდება
ნაპოლი იშლება? კვარა დარჩება, 3 ლიდერი იყიდება