მბაპეს დუბლი, მესის მე-15 ასისტი | პარი სენ-ჟერმენმა ანჟერს მოუგო
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ანჟერს“ დაუპირისპირდა და რთულ ბრძოლაში იმარჯვა. კრისტოფ გალტიეს გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და მეტოქეს კილიან მბაპეს დუბლის წყალობით სძლია.
ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ანგარიში მე-9 წუთზე, ხუან ბერნატის გადაცემით გახსნა. 26-ე წუთზე, ლიონელ მესიმ მბაპეს ბრწყინვალე პასი გაუკეთა და კილიანმა თანაგუნდელი არ დააღალატა - 2:0. მბაპეს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეორე ნახევარში მეკარეს ვერ აჯობა. 88-ე წუთზე, „ანჟერმა“ ჩამორჩენა სადა ტიუბის გოლით შეამცირა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.
„ანჟერთან“ გაფორმებული დუბლით, მბაპემ ლიგა 1-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა. მას 157 გოლი აქვს და მე-16 ადგილს დეზირე კორანისთან იყოფს. ამასთან, 21-ე საუკუნეში, ლიგა 1-ში მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია.
მბაპეს გარდა, ისტორია ლიონელ მესიმაც დაწერა. „ლა პულგას“ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული და 2006-07 წლების გათამაშების შემდეგ, მესამეა, ვინც ეს გააკეთა. მის გარდა, იგივე შედეგი ედენ აზარსა და კილიან მბაპეს დაუფიქსირებიათ. ლეო ტოპ 5 ლიგაში მეორეა, ვინც 15 ასისტი გააფორმა და მან კევინ დე ბრუინის მიღწევა გაიმეორა.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 75 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. პსჟ უშუალო მდევარს, „მარსელს“ 11 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 30 აპრილს, „ლორიენთან“ ელის.