მადრიდის რეალი, დავიდ ალაბა
Aa
Aa

ალაბა ლა ლიგის 4 მატჩს გამოტოვებს - მან. სიტისთან ითამაშებს

MARCA-ს ინფორმაციით, დავიდ ალაბა ტრავმის გამო სულ მცირე ორ კვირას გამოტოვებს. ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, „ჩელსისთან“ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც კარლო ანჩელოტიმ შეცვალა. ავსტრიელს წვივის უკანა კუნთის ტრავმა აწუხებს და ლა ლიგის უახლოეს 4 შეხვედრას გამოტოვებს. 

ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის „რეალი“ „ოსასუნას“ შეხვდება. ფინალი 7 მაისს გაიმართება. ალაბა მოედანს აღნიშნულ მატჩში დაუბრუნდება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებს, „სამეფო კლუბი“ „მან. სიტის“ 9 მაისს უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრა 17 მაისს გაიმართება. ამ მატჩებისთვის ალაბა მზად იქნება.

30 წლის ალაბამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 9 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ „ლივერპულთან“ არ უთამაშია, ტრავმის გამო საპასუხო შეხვედრა გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები