ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ზედიზედ მეორე გოლი - კანკავამ სლოვანი თასის ფინალში გაიყვანა

ჯაბა კანკავა ბრატისლავის „სლოვანში“ წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა ლეგიონერმა გოლის გატანა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა.

„სლოვანმა“ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „სკალიცას“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი შეხვედრა შინ 2:1 მოუგო, საპასუხო მატჩი კი ფრედ 3:3 დასრულდა.

მასპინძლებმა ძირითად დროში 3:2-ის მოგება შეძლეს. მათ თამაშის დამატებით დროში გადაყვანა 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხეს.

დამატებითი ტაიმების დაწყებისთანავე ჯაბა კანკავამ გაიტანა და ანგარიშის გათანაბრებდა შეძლო - 3:3. ორი შეხვედრის ჯამში კი „სლოვანი“ წინ გავიდა.

გუნდებმა მეტის გატანა ვერ შეძლეს და ქართველების „სლოვანი“ თასის ფინალში ითამაშებს.

კანკავამ შეხვედრაში 120 წუთი ითამაშა. გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. გურამ კაშია კი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ სლოვაკეთის თასის ფინალური მატჩი 1 აპრილს შედგება. „სლოვანის“ მეტოქე ტრნავის „სპარტაკი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ადანი: „ხვიჩა საუკეთესო იყო, ოსიმენი სათანადოდ ვერ დაეხმარა“
ადანი: „ხვიჩა საუკეთესო იყო, ოსიმენი სათანადოდ ვერ დაეხმარა“