კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„წინ კიდევ 90 წუთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს“ - ანჩელოტი მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მადრიდის „რეალი“ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

ამ კლუბში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის ყოველთვის გამარჯვება, მაგრამ ბოლომდე უნდა ვითამაშოთ მთელი ენერგიით, რაც გვაქვს. შეიძლება საკმარისად გაგვიმართლოს, რომ მორიგი ნახევარფინალი და შემდეგ ფინალი ვითამაშოთ, მაგრამ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. თუ ნახევარფინალში მოხვდებით, ეს ჩვენთვის წარმატებული შედეგი იქნება.

კარგად ვართ და დიდი მოტივაცია გვაქვს, როგორც ყოველთვის. ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი, მნიშვნელოვან ტურნირზე. სრულყოფილად უნდა ვითამაშოთ. წინ კიდევ 90 წუთია და ამ დროის განმავლობაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მზად ვართ ვითამაშოთ ისე საუკეთესოდ, როგორც შეგვიძლია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ პირველი შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2:0 მოიგო. რის გამოც, „ჩელსის“ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS მილანი - მატჩის წინ
ნაპოლი VS მილანი - მატჩის წინ