გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა

შეხვედრაში სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ორმა - ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ კი გოლების გატანა შეძლეს.

ანგარიში 35-ე წუთზე სწორედ კანკავამ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოდან ლოვატის გადაცემა გამოიყენა და ყუმბარისებული თავური დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. საგულისხმოა, რომ ჯაბას გოლამდე ანგარიშის გახსნა სტუმრებს შეეძლოთ, თუმცა მე-20 წუთზე ფასკომ ბრატისლაველთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

„სლოვანმა“ მეორე ტაიმში, სამწუთიან მონაკვეთში შეძლო გოლის გატანა. თავი 56-ე წუთზე ჯერ ჩარვიჩმა, შემდეგ კი 59-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა გამოიჩინა.

73-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძის დროც დადგა. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგიდან ბრწყინვალე შორეული რეიდით დასარტყმელი სივრცე გამოითავისუფლა და შორეული დარტყმით შეძლო სტუმართა გუნდის კარის აღება. შესაბამისად, ჩაკვეტაძემ „სლოვანის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

 27 ტურის შემდეგ, ბრატისლავის „სლოვანი“ საჩემპიონო ჯგუფის სატურნირო ცხრილში 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „დუნეისკა სტრედას“ 3 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელების გუნდი 19 აპრილს, სტუმრად „სკალიჩას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ისლანდიასთან! - ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
გამარჯვება ისლანდიასთან! - ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო