დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ხოჭოლავას ოპერაცია ჩაუტარდა | მიმდინარე სეზონში ალბათ ვეღარ ითამაშებს

„კოპენჰაგენისა“ და საქართველოს ნაკრების უკანახაზელს, დავით ხოჭოლავას მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე წუთის წინ, დანიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, ხოჭოლავა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

„ქართველ მცველს ბოლო შეხვედრებისას ტკივილი აწუხებდა და გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო“, - ნათქვამია დანიური კლუბის განცხადებაში.

„ბოლო შეხვედრებში, დავითმა სცადა, პრობლემებთან ებრძოლა, მაგრამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ოპერაციის გაკეთება საუკეთესო ვარიანტი იყო. მას დრო ექნება, რათა პაუზა აიღოს და გამოჯანმრთელდეს. რა თქმა უნდა, ხოჭოლავასთვის და მთელი გუნდისთვის სამწუხაროა, ჩვენთან ერთად რომ არ იქნება, მაგრამ კოპენჰაგენმა ბევრჯერ აჩვენა, რომ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთ დროს, პასუხისმგებლობის თავიანთ თავზე აღება შეუძლიათ“, - განაცხადა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იაკობ ნესტრუპმა.

შეგახსენებთ, რომ „კოპენჰაგენს“ 45 ქულა აქვს და საჩემპიონო ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ხოჭოლავას გუნდი „ნორდშაელანდს“ 1 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი მესამეადგილოსანი „ვიბორგის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია