ვირტუს ბოლონიამ კარი გაიხურა | შენგელიასთვის ევროლიგის სეზონი დასრულდა
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიასთვის“ ევროლიგის მიმდინარე სეზონი დასრულდა. იტალიურ კლუბს პლეიოფში გასვლის შანსი არ ჰქონდა და ბოლო ტურში „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში სძლია - 89:84.
ქართველ კალათბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 27:06 წუთი გაატარა. ამ დროში, შენგელიას მონაგარი 15 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23 გახლდათ და მხოლოდ დენიელ ჰეკეტს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა გაიფორმა.
VITTORIA ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 13, 2023
La Segafredo torna alla vittoria proprio all’ultima giornata di Eurolega nel derby tutto italiano contro Milano ????????
???? Hackett 25, Belinelli 21, Shengelia 15, Jaiteh 13#AmoreInfinito #EveryGameMatters pic.twitter.com/05kkqqjhBe
„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონი 14 მოგებითა და 20 მარცხით დაასრულა, რასაც კარგ შედეგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. იტალიელებმა მე-14 ადგილი დაიკავეს და საპლეიოფო ზონას 4 გამარჯვებით ჩამორჩნენ.
ევროლიგის შემდეგ, შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვება, რომელშიც 19 მოგებითა და 6 წაგებით პირველ ადგილს იკავებს. „ვირტუს ბოლონიას“ მომდევნო შეხვედრა 16 აპრილს ელის და საკუთარ კედლებში „ტრენტოს“ დაუპირისპირდება.