4 გოლი და დაძაბული მატჩი - ბათუმში დინამოებმა ქულები გაიყვეს
Aa
Aa

4 გოლი და დაძაბული მატჩი - ბათუმში დინამოებმა ქულები გაიყვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა დრამატულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს.

შეხვედრაში მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში მოხდა. მე-16 წუთზე კონატეს დარტყმულს პაატა ღუდუშაურმა დაამატა და ანგარიში გახსნა.

24-ე წუთზე თბილისელთა მეკარე კერესელიძე გამოსვლისას შეცდა და ჯოვინომ მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 42-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ლამაზი კომბინაციის შემდეგ სხვაობა შეამცირა.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი ტაიმის მიწურულს იყო, როცა 46-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ბათუმელთა შუახაზელმა მეტოქეს უკნიდან ოდნავ ხელი ჰკრა, შემდეგ ვარდნაში ბურთი ააცალა, არბიტრმა კი არ აპატია და მოედნიდან გააძევა.

მეორე ტაიმში გია ჭიაბრიშვილის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და 76-ე წუთზე ნიკა მალის გადაცემის შედეგად დავით სხირტლაძემ ანგარიში გაათანაბრა.

გუნდებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს და ქულები გაიყვეს. 8 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 20-20 წულით ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესი | რას წერს ფაბრიციო რომანო მამარდაზე?
პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესი | რას წერს ფაბრიციო რომანო მამარდაზე?