DonDiario: “რეალის სკაუტებს ხვიჩას ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობა მოსწონთ“
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთში ქარის სისწრაფით შემოიჭრა. მისი გადაბირება არაერთ ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის მადრიდის „რეალს“
ესპანური გამოცემა DonDiario იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ უნდა იყიდოს „ბლანკოსმა“ ქართველი ფეხბურთელი.
DonDiario:
„ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი გახდა. მისი „ნაპოლი“ სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე ადგილოსანს 16 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში „მილანს“ ხვდება.
ნეაპოლელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველი ფეხბურთელის მიერ ჩატარებული შესანიშნავი მატჩებია. ხვიჩა სტრატოსფერულ დონეზე თამაშობს. მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან 16 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
რიცხვებს, რომ თავი დავანებოთ, ის, რაც კვარაცხელიას „ნაპოლისთვის“ მოაქვს რთული შესაფასებელია. მას აქვს ხარისხიანი დრიბლინგი და დახვეწილი დარტყმა. ეს ყველაფერი ქართველს რთულად შესაჩერებელს ხდის.
მისი საფეხბურთო უნარები მადრიდის „რეალს“ იძულებულს ხდის, რომ იყიდოს. კვარაცხელია ორივე ფეხით თამაშობს, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია და ეს მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტით ხვიჩას ფასი იზრდება.
კვარაცხელიას ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რადგან ორივე ფეხს თანაბრად ხმარობს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ხვიჩა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც ითამაშებს. ეს კი მას არც ისე ცუდად გამოსდის.
მადრიდის „რეალის“ სკაუტები ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან. ისინი ხაზს უსვამენ მისი ორივე ფეხით თამაშის უნარს. ამჟამად, „სამეფო კლუბს“ ასეთი სტილის მოთამაშე არ ჰყავს და საინტერესო იქნებოდა ხვიჩას მადრიდში ხილვა. ეს კლუბისთვის დამატებითი ბონუსი იქნებოდა.“