ლივერპული, დორტმუნდის ბორუსია, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი ლივერპულში გადასვლაზე თანახმაა - პრობლემა ჩემპიონთა ლიგაა

მიმდინარე სეზონში, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ გასვლამ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დროს უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

დიდი ხანია მერსისაიდული გრანდი ჯუდ ბელინგემის გადაბირებას ცდილობს და საკმაოდ ახლოსაც არის. ინგლისელი ფეხბურთელის ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ მისი ოცნება სწორედ „ლივერპულში“ თამაშია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზეც შეთანხმდნენ, რომელიც 72 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ, თუ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, შესაძლოა 19 წლის ნახევარმცველმა სამშობლოში დაბრუნება აღარ ისურვოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბელინგემის გადაბირება მადრიდის „რეალსაც“ სურს და საკმაოდ მსუყე წინადადებასაც სთავაზობს. „ბლანკოსი“ „დორტმუნდს“ 106 მილიონ ევროს უხდის, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი „ლივერპულია“.

ჩამოთვლილმა ფაქტებმა, შესაძლოა ბელინგემის შეხედულებები შეცვალოს და „რეალის“ ვარსკვლავურ ნახევარდაცვას კიდევ ერთი ვარსკვლავი დაემატოს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „დორტმუნდის ბორუსიაში“ 2020 წლიდან თამაშობს. დღემდე ჯუდმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 127-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“განსხვავებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“ - მერეტი მილანთან მატჩზე
“განსხვავებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“ - მერეტი მილანთან მატჩზე