“განსხვავებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“ - მერეტი მილანთან მატჩზე
სერია ა-ს მიმდინარე ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩე“ სტუმრად 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო. 12 აპრილს, ოთხშაბათს „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩის შესახებ ნეაპოლელთა კარის დარაჯმა მერეტმა ისაუბრა.
მერეტი:
„“ლეჩესთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან „მილანთან“ წაგება უნდა დაგვევიწყებინა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა. მიუხედავად ამისა, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ეს გამარჯვება კი ბევრს ნიშნავს.
რა უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგაზე? აუცილებლად განვიხილავთ იმას, თუ რა არ გამოგვივიდა „მილანთან.“ დამოკიდებულება უნდა გავაუმჯობესოთ და განსხვავებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. სხვანაირად „მილანს“ ვერ დავამარცხებთ.“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 12 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
ასევე შეგახსენებთ, სერია ა-ში ამ გუნდების უკანასკნელი მატჩი ნეაპოლში გაიმართა და „მილანმა“ 4:0 მოიგო.