გიორგი წიტაიშვილი, პოზნანის ლეხი, ჯონ ვან დენ ბრომი, ტომაშ ჟონსა
Aa
Aa

მეორე გუნდში თამაში ითხოვა - რატომ აღარ ენდობიან წიტაიშვილს ლეხში

პოლონეთის ჩემპიონ პოზნანის „ლეხში“ გიორგი წიტაიშვილო რეგულარულად სასტარტოში სეზონის პირველ ნახევარშიც არ თამაშობდა, ზამთრიდან მოყოლებული მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდა, 2023 წელს მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა, ბოლო ოთხ მატჩში კი განაცხადს მიღმა რჩება და თამაშებს მეორე გუნდში ატარებს.

CrystalSport-ის ცნობით, 2022 წლის ზაფხულში გიორგი წიტაიშვილის გადაბირებით დაინტერესესებული „ლეხის“ სპორტული დირექტორი ტომაშ ჟონსა იყო და არა მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი. ნიდერლანდელი სპეციალისტის პრიორიტეტებში წიტაიშვილის ტრანსფერი არ შედიოდა. სპორტულმა დირექტორმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და კიევის „დინამოდან“ ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

სეზონის პირველ ნახევარში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე პოლონურ კლუბში დიდი კონკურენცია არ ყოფილა, რადგან წიტაიშვილის პოტენციურ კონკურენტებს ტრავმები აწუხებდათ. ტრავმების ფონზე კონკურენციის გაზრდის მიზნით „ლეხისთვის“ წიტაიშვილის იჯარით დამატება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვითარება ზამთარში შეიცვალა, ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულ მოთამაშედ გადაიქცა და ჯონ ვან დენ ბრომმა იმ ფეხბურთელებს მიანიჭა უპირატესობა, რომლებიც კლუბის საკუთრებას წარმოადგენენ.

ბოლო მატჩებში, როცა წიტაიშვილი სამატჩო განაცხადში ვეღარ ხვდება, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი მიხალ სკურაში და კორდივუარელი ადრიელ ბა ლუა თამაშობენ. ასევე, როტაციაშია ნორვეგიელი კრისტოფერ ველდე, რომელსაც როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა გარემარბის ამპლუაში თამაში შეუძლია.

2023 ექსტრაკლასასა და კონფერენს ლიგის ჩათვლით „ლეხმა“ 15 მატჩი ჩაატარა, წიტაიშვილი 4 შეხვედრაში სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, 10 მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მხოლოდ ერთხელ ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა 26 თებერვალს „შლიონსკისთან“ სასტარტოში ათამაშა, 70-ე წუთზე შეცვალა. ამ მატჩში გიორგი წიტაიშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ შეაგდო. ცხადია, ფეხბურთელი განაცხადს მიღმა ამ მიზეზის გამო არ დაუტოვებიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთ ვითარებაში ფეხბურთელმა მცირე შანსიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, მარტის სანაკრებო მატჩებამდე, როცა უკვე მისი სათამაშო დრო მკვეთრად შემცირებული იყო, ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს თამაშების მეორე გუნდში ჩატარება სთხოვა, სურდა სანაკრებო მატჩებს ვითარებიდან გამომდინარე მაქსიმალურად კარგ კონდიციაში შეხვედროდა, თუმცა მთავარი მწვრთნელისგან უარი მიიღო, მაგრამ მარტის სანაკრებო შეხვედრების გამართვამდე ჯონ ვან დენ ბრომმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მეორე გუნდში თამაშის უფლება მისცა. მას შემდეგ წიტაიშვილი „ლეხის“ მეორე გუნდში რეგულარულად თამაშობს, რომელიც პოლონეთის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.

გამომდინარე იქიდან, რომ წიტაიშვილის ეროვნულ ნაკრებში თამაში პრიორიტეტულია და ამასთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია, ამ ეტაპზე „ლეხის“ მეორე გუნდში თამაში საუკეთესო გამოსავალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ
Il Mattino: ოსიმენი და სიმეონე მილანთან მატჩს გამოტოვებენ