ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, მასიმო მაკარონე
Aa
Aa

„ასეთი ფეხბურთელი იტალიაში დიდი ხანია არ ყოფილა“ - მაკარონე ხვიჩაზე

მასიმო მაკარონემ, რომელმაც სერია ა-ში 271 მატჩში 79 გოლი შეაგდო, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მაკარონემ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნეაპოლურმა კლუბმა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს გადაბირებით დიდებული საქმე გააკეთა.

„ფანტასტიკური ფეხბურთელია. მისი მსგავსი ფეხბურთელი იტალიაში დიდი ხანია, მრავალი წელია არ ყოფილა. „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა კარგად იმუშავეს, კვარაცხელია და კიმ მინ-ჯე შეიძინეს. მათი გადაბირება „ნაპოლისთვის“ გადამწყვეტი იყო, კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს“.

მაკარონემ „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მილანურმა გუნდმა 0:4 მოიგო.

„მილანმა“ ბრწყინვალედ ითამაშა, „ნაპოლი“ ჩემპიონობასთან ახლოსაა და ნეაპოლურ კლუბს ნაკლები მოტივაცია ჰქონდა. მარცხი საკუთარ კედლებში საკუთარი ქომაგების წინაშე კარგი არასდროსაა“.

2014-17 წლებში მასიმო მაკარონე „ემპოლიში“ ლევან მჭედლიძის, რომან ჭანტურიასა და ირაკლი შეყილაძის თანაგუნდელი იყო.

მასიმო მაკარონემ ევრო 2021-ის შესარჩევში იტალიის 21-წლამდე ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, მარკო ტარდელის იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შინ მურთაზ ხურცილავას გუნდს 3:2 მოუგო. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ვახტანგ კოპალეიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შინ 0:2 დამარცხდა, გოლები ნიკოლა კორენტმა და მასიმო მაკარონემ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“
„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“