კილიან მბაპე
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენი კილიან სენ-ჟერმენი არაა“ - მბაპე უკმაყოფილოა

კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ სარეკლამო კამპანიით უკმაყოფილო დარჩა. დღეს, პარიზულმა გრანდმა სეზონური აბონიმენტის მქონე გულშემატკივრებისთვის ვიდეო გამოაქვეყნა და ქომაგებს მათი გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.

პსჟ-ს სარეკლამო რგოლში მხოლოდ კილიან მბაპე გამოჩნდა და ლიონელ მესის, ნეიმარს, მარკო ვერატის, სერხიო რამოსსა და სხვებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. პარიზელთა პოსტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, კილიანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დეტალებზე ისაუბრა.

„ახლახან ვუყურე ვიდეოს აბონიმენტების გაგრძელების შესახებ. ჩემთვის ამ სარეკლამო რგოლზე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ და ჩემი ინტერვიუ გამოიყურებოდა, როგორც ჩვეულებრივი ინტერვიუ მარკეტინგისთვის. ამ ვიდეოს გამოყენებაზე თანხმობა არ მითქვამს და სწორედ ამიტომ ვიბრძვი ინდივიდუალური საიმიჯო უფლებებისთვის. პსჟ დიდი კლუბი და დიდი ოჯახია, მაგრამ კილიან სენ-ჟერმენი ნამდვილად არაა“.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კილიანს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 19 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი იყო“ - ნდომბელე კვარაზე
„პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი იყო“ - ნდომბელე კვარაზე