„ჩემპიონობისთვის კიდევ 5 გამარჯვება და 15 ქულაა საჭირო“ - სპალეტი მატჩის წინ
ხვალ, იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სპალეტიმ:
ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და ვიცით, როგორ მივუდგეთ მას. მარცხის შემდეგ გუნდს აქვს სულისკვეთება, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს. ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვართ. მილანთან მატჩის შემდეგ, „ლეჩესთან“ მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა ვარჯიშებზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. ვნახე მონდომება, სისწრაფე და ის თავდადება, რომელსაც მიჩვეული ვარ და რაც ყოველთვის მაოცებს. წინა შეხვედრასთან შედარებით, ხვალ გარკვეული ცვლილებები იქნება.
მილანთან წაგების შემდეგ გასახდელში ვისაუბრეთ და მეორე დღესაც დავილაპარაკეთ. თავისი სიტყვა დი ლორენცომაც თქვა. გუნდი ერთიანია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცით, რომ „მილანი“ ამ შეხვედრას წაგების შიშით შეხვდა, რადგან წინა დღეებში კარგი შედეგები გვქონდა. ამის გამო, მოტივაცია უფრო მეტი ჰქონდათ და არ დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად იტალიის მოქმედი ჩემპიონები არიან.
რაც შეეხება ოსიმენს, ხვალ არ ითამაშებს. მაგრამ არის დიდი შანსი, რომ ოთხშაბათს, ის „მილანის“ წინააღმდეგ ვიხილოთ. მომავალი კვირის დასაწყისში ყველაფერი გაირკვევა.
საჩემპიონო რბოლა? ასეთ ამბებში მე უკანასკნელი სამურაი ვარ. ვიცი, რომ ჩემპიონობამდე კიდევ 5 გამარჯვება და 15 ქულა გვჭირდება. დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და კარგად ვიცი, რომ შესაძლოა ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი ხარ. ამიტომ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ „ლეჩესა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 7 აპრილს, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.