კვირკველიას შეძენა პრემიერლიგის სამ კლუბს სურს
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის The Sun-ის ცნობით, "ლესტერი", "ვესტ ბრომვიჩი" და "კრისტალ პალასი" მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველ სოლომონ კვირკველიას შეძენით არიან დაინტერესებულნი.
ცნობილია, რომ აღნიშნული გუნდები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცენტრალურ მცველს ეძებენ და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად საქართველოს ნაკრების უკანახაზელს განიხილავენ.
ინგლისური გამოცემა ამტკიცებს, რომ სამივე გუნდი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლოკომოტივს" 18 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.
შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ლოკომოტივში" გასულ სეზონში ყაზანის "რუბინიდან" გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდეც გააფორმა. ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის პირველობა ძალიან კარგად დაიწყო და 2 გოლის გატანაც მოახერხა.