ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, იური სიომინი
Aa
Aa

„ხვიჩამ ამაში მარადონას ნამდვილად აჯობა“ - იური სიომინი

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, რომელიც 2018/19 წლებში ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელიც იყო, რუსულ სპორტ-ექსპრესსთან ინტერვიუში კვარას შესახებ ისაუბრა.

რუს სპეციალისტს ჟურნალისტმა თავდაპირველად ახალგაზრდა ფეხბურთელების, სერგეი პინიაევისა და არსენ ზახარიანის შედარება სთხოვა, რაზეც სიომინმა ასე უპასუხა:

ისინი ძალიან განსხვავდებიან და შედარება ძალიან რთულია. კვარაცხელია ახლა 100 მილიონზე მეტი ღირს და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

არ მგონია, რომ „ნაპოლიმ“ ის სეზონის ბოლოს გაყიდოს, პრეზიდენტი ამას ვერ გაბედავს, რადგან ნეაპოლში ხვიჩა ძალიან უყვართ. სწორედ მის გადასვლასთან ასოცირდება „ნაპოლის“ მომავალი ჩემპიონობა და გულშემატკივრები მისი გაყიდვის უფლებას არ მისცემენ.

ამ კომენტარის შემდეგ კი სიომინმა კვარაცხელია და დიეგო მარადონა შეადარა, სადაც თქვა, რომ გარკვეულ ასპექტებში, ქართველმა ფეხბურთელმა ლეგენდარულ არგენტინელს აჯობა.

მარადონა ხვიჩას ასაკში ასე არ თამაშობდა. არგენტინაში ის ახალგაზრდა ვარსკვლავი იყო და „ბოკა ხუნიორსის“ დატოვების შემდეგ მისი პირველი კლუბი „ბარსელონა“ იყო. ხვიჩაც იგივე ასაკში შეუერთდა „ნაპოლის“, ორივე 21 წლის იყვნენ.

კატალონიაში დიეგოს ორი სეზონი წარუმატებელი ჰქოდა. მხოლოდ ნეაპოლში გადასვლის შემდეგ გახდა მარადონა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ. ის 26 წლის იყო, როდესაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

კვარაცხელია კი უკვე ბრწყინავს და პირველივე ევროპულ სეზონში იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. მას 22 წელი ხომ თებერვალში შეუსრულდა? შესაბამისად, ამ ეტაპზე მარადონას აჯობა და ეს სულაც არაა გადაჭარბებული შეფასება.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნეაპოლში პოპულარობის მხრივ, ხვიჩა უკვე მიუახლოვდა მარადონას. რა თქმა უნდა, არ დაეწია, მაგრამ ძალიანაც არ ჩამორჩება.

ახლა ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატს მოიგებენ და ასეთი თამაშით, მათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. ჩემი აზრით, „ნაპოლი“ დარჩენილ გუნდებს შორის საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 15 ქულით უსწრებს. ამის გარდა, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც იმყოფება, სადაც „მილანთან“ ორ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე
„კვარა უფრო გუნდური მოთამაშეა“ - ჩირო ფერარა ხვიჩაზე და ლეაუზე