„სირცხვილია“ - რეალმა მსაჯების შეცდომების ამსახველი ვიდეო გაავრცელა
Aa
Aa

„სირცხვილია“ - რეალმა მსაჯების შეცდომების ამსახველი ვიდეო გაავრცელა

მადრიდის „რეალი“ მომდევნო შეხვედრას 5 აპრილს გამართავს და კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. „ელ კლასიკო“ „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის გადაწყვეტილებით, უპრინციპულეს მატჩს ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის, ხოლო ვიდეორეფერი ლუის გონსალეს გონსალესი იქნება. „სამეფო კლუბი“ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და „რეალის“ ოფიციალურმა სატელევიზიო არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ზემოთ ხსენებული მსაჯების მიერ, „ბლანკოსის“ საწინააღმდეგოდ დაშვებული შეცდომებია ასახული.

მადრიდელთა პოსტს დიდი რეზონანსი მოჰყვა და „სამეფო კლუბის“ სატელევიზიო არხი ბევრმა გააკრიტიკა. ქომაგთა თქმით, „რეალი“ ცდილობს, საკუთარი თავი „მსხვერპლად“ გამოიყვანოს და არბიტრებზე ზეწოლა მოახდინოს. გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ „ბლანკოსის“ ქმედებები სამარცხვინოა და მათ ყველა მსაჯზე აქვთ მსგავსი ვიდეოები მომზადებული. საინტერესოა, რომ „რეალი“ მისმა ფანებმაც გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ „სამეფო კლუბს“ ასეთი ქცევა არ შეშვენის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ 71-ე წუთიდან ითამაშა - ბორდომ მინიმალური სხვაობით მოიგო
ზურიკომ 71-ე წუთიდან ითამაშა - ბორდომ მინიმალური სხვაობით მოიგო