ლონდონის ჩელსი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

“ტკბილეულზე და ფანტაზე ვარ დამოკიდებული“ - ჰავერცის უცნაური კვების რაციონი

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც განსაკუთრებული დიეტა აქვთ. მაგალითად, რობერტ ლევანდოვსკის ფორმის შენარჩუნებაზე მისი მეუღლე ზრუნავს და სპეციალურად შედგენილი რაციონი აქვს.

დღეს კი ცნობილი გახდა კაი ჰავერცის დიეტის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, „ჩელსის“ შემტევს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დიეტის დაცვა არ შეუძლია და ამის ნაცვლად მას დიეტოლოგმა განსხვავებული კვების რაციონი შეუდგინა. ამის შესახებ თავად კაიმ ისაუბრა.

ჰავერცი:

„“ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, გუნდის მზარეულის მომზადებულ საკვებს ვჭამდი, რომელიც ყველა ფეხბურთელზე ერთნაირი სიზუსტით იყო შერჩეული. სიმართლე გითხრათ, ამან ჩემზე კარგი გავლენა არ მოახდინა. ზოგადად მე შაქრის მოყვარული ვარ. ალბათ შეამჩნევდით, გუშინ თამაშის შემდეგ „კოკა-კოლას“ ვსვამდი. ენერგიისთვის ტკბილეული და გაზიანი სასმელი მჭირდება. ეს კი გუნდის ექიმმა ამიკრძალა.

შემდეგ „ჩელსიში“ ახალი დიეტოლოგი მოვიყვანეთ, რომელმაც სრულიად გაიაზრა ჩემი სიტუაცია და ნება დამრთო დღეში ერთხელ ერთი ქილა „კოკა-კოლა“ ან „ფანტა“ დავლიო. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, რაიმე ტკბილეული აუცილებლად უნდა მივიღო. ასეთმა მიდგომამ ჩემში ძველი ენერგია გააღვიძა და დაბრკოლებები აღარ მაქვს.“

ჰავერცი „ჩელსიში“

შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი „ჩელსის“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ჰავერცმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 129-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი ყველა თამაშს ვერ მოიგებს, ეს ბუნებრივია“ - მანჩინი
„ნაპოლი ყველა თამაშს ვერ მოიგებს, ეს ბუნებრივია“ - მანჩინი