უეფამ შესაძლოა ბელორუსის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოდან მოხსნას
Aa
Aa

უეფამ შესაძლოა ბელორუსის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოდან მოხსნას

ბელორუსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შესაძლოა უეფამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხსნას.

„უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 4 აპრილს, ბელარუსში არსებულ ვითარებას განიხილავს“.

- განაცხადა ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის პრესსამსახურმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა დეპუტატმა უეფა-ს მოუწოდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ბელორუსიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გაერიცხა.

ამ დროისთვის ადგილობრივი კლუბები საშინაო მატჩებს ბელორუსში ვერ ატარებენ. ასევე მათ უკრაინულ კლუბებთან ევროტურნირებზე თამაში ეკრძალებათ. მაგრამ, რუსული გუნდებისგან განსხვავებით, ბელორუსის კლუბები და ნაკრებები უეფას ტურნირებიდან მოკვეთილები ჯერჯერობით არ არიან.

აქვე გეტყვით, რომ ბელორუსი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში შვეიცარიასთან, ისრაელთან, რუმინეთთან, კოსოვოსთან და ანდორასთან ერთად იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი