ანხელ დი მარია, ლიონელ მესი, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

მესის ჰეთ-თრიქი | ლეოს მეასე გოლი არგენტინის ნაკრებში

ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა და კიურასაოს დაუპირისპირდა. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს უამრავი მომენტი ჰქონდა და მეტოქეს 7 უპასუხო ბურთი გაუტანა - 7:0.

მატჩში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც „ალბისელესტე“ მე-20 წუთზე დააწინაურა. 3 წუთში, ნიკოლას გონსალესმა არგენტინელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 33-ე წუთზე, მესიმ დუბლი გაიფორმა, 35-ზე კი თავი ენცო ფერნანდესმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, „ლა პულგამ“ კიურასაოს კარი მესამედაც აიღო და ტაბლოზე 5:0 დააფიქსირა. მეორე ნახევარში, ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა კიდევ ორი გოლი იხილეს. დი მარიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, 87-ე წუთზე კი თავი მონტიელმა გამოიჩინა.

მესისთვის კიურასაოსთან გამართული მატჩი ისტორიული გამოდგა. ლეომ არგენტინის ნაკრების მაისურით მე-100, 101-ე და 102-ე გოლი გაიტანა და მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სანაკრებო დონეზე მეტოქეთა კარი მინიმუმ 100-ჯერ აქვს აღებული. ლეომ კრიშტიანუ რონალდუსა და ალი დაეის მიღწევა გაიმეორა.

ცნობისთვის, არგენტინელთათვის სანაკრებო პაუზა ამ მატჩით დასრულდა და ფეხბურთელები საკლუბო დონეს დაუბრუნდებიან. მესი „პარი სენ-ჟერმენს“ მიაშურებს და დიდი ალბათობით, მის თამაშს 2 აპრილს, „ლიონთან“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“
AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“