ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ნორვეგიის მწვრთნელი: ,,საერთო სურათით არა, მამარდაშვილით ვარ გაოცებული“

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში გამართა და პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, საბოლოოდ, ფრედ, ანგარიშით - 1-1 დაასრულა.


სტალე სოლბაკენი (ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

საქართველოს ნაკრებმა სიურპრიზები ვერ შემოგვთვაზა, რასაც ველოდით, ის სურათი დაგვხვდა.

არ მგონია, რომ მეორე ტაიმში ინიციატივა ხელიდან გავუშვით , რადგან მეორე ნახევრის შუალედში ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ და ამ დროს საქართველო კონტრშეტევაზე კარგად მოქმედება, მიუხედავად ამის, ჩვენ მაინც უკეთესი გუნდი ვიყავით და მოსაგებად მეტი შანსიც გვქონდა - ანუ მეტი შანსი გვქონდა იმისთვის, რომ მეორე გოლი ჩვენ გაგვეტანა. როცა  6-7 საგოლე შანსს ქმნი და მეტოქე საპასუხოდ მხოლოდ 2-3 მომენტს გთავაზობს, ეს ცუდი შედეგი არ მგონია.

როგორც აღვნიშნე, საქართველოს ნაკრების შესახებ ყველაფერი ვიცოდით, ეს მათ სახიფათო შემტევებსაც ეხება. გამოვარჩევ მამარდაშვილის თამაშს, რომელმაც შესანიშნავი მატჩი შემოგვთავაზა, ეს ფეხბურთელი, საერთო სურათისგან განსხვავებით, ნამდვილად სიურპრიზი იყო.

ნორვეგია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 11 სექტემბრის ნაცვლად, 12 სექტემბერს უმასპინძლებს. საპასუხო მატჩი ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გამო 1 დღით გადაიდო, თუმცა, იქამდე ივნისის მატჩები გველის - ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს -  კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს - შოტლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 5 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე განადგურდა
შენგელიას 5 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე განადგურდა