საბა საზონოვი
Aa
Aa

შიროკოვი: „საზონოვის წასვლა რუსეთის ნაკრებისთვის დანაკლისი არაა“

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომან შიროკოვმა იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებმაც მოქალაქეობა შეიცვალეს და სხვა ეროვნულ გუნდებში ასპარეზობა გადაწყვიტეს. შიროკოვმა ყურადღება ნაირ ტიკნიზიანზე (სომხეთი) და საბა საზონოვზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მათი წასვლა რუსეთის ნაკრებისთვის დანაკლისი არაა.

„ტიკნიზიანი და არუთიუნიანი სომხეთის ნაკრებში ითამაშებენ, საზონოვი - საქართველოში. ჩემი აზრით, ეს რუსეთის ნაკრებისთვის დანაკლისს არ წარმოადგენს და ვერც ერთ მათგანში ვხედავ, ჩვენი ეროვნული გუნდისთვის შესაბამის პოტენციალს. ამ ბიჭებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს და ვფიქრობ, ეს ჩვენთვის გრანდიოზული დანაკლისი არაა“.

შეგახსენებთ, რომ საზონოვს საქართველოს ნაკრების მაისურით 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი მაროკოსთან მატჩში შედგა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ 0:3 დათმეს. საბა მოედანზე 25 მარტს, მონღოლეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც ვიხილეთ და მან შეუცვლელად ითამაშა.

ცნობისთვის, საზონოვი „დინამო მოსკოვის“ რიგებში ასპარეზობს და 21 წლისაა. ცნობილი სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროა. ახლახან, საზონოვი იტალიურ კლუბებს დაუკავშირეს, რომელთა შორის „ლაციოცაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე
„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე