თემურ ქეცბაია
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი: ქეცბაიას კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსი შოტლანდიას ესტუმრა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება ინტერესს იმით იწვევდა, რომ სტუმართა ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის.

როგორც ხედავთ, ქართველი სპეციალისტის შეგირდები დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ კვიპროსი 87 წუთის განმავლობაში 0:1-ს აგებდა. 21-ე წუთზე ანგარიში მაკგინმა გახსნა, ხოლო 87-ეზე სხვაობა ორამდე სკოტ მაკტომინეიმ გაზარდა. საბოლოო წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა დასვა.

შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოსთან ერთად იმყოფებიან. კვიპროსი შემდეგ შეხვედრას სწორედ „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 17 ივნისით თარიღდება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა
„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა