ენდრიუ რობერტსონი
Aa
Aa

ენდრიუ რობერტსონი: „ყველაზე რთულ ჯგუფში ვართ, იდეალურად უნდა ვითამაშოთ“

შოტლანდიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელმა, ენდრიუ რობერტსონმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისაუბრა. „ლივერის“ უკანახაზელის თქმით, მისი ნაკრები ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზადაა.

„ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენზე რთულ ჯგუფს ვერ იპოვით. მე-3 და მე-4 კალათებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქეები შეგხვდა, მე-5 კალათიდან კი კვიპროსი გვერგო. წინა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და გვინდა, ეს შეგრძნება კიდევ ერთხელ გამოვცადოთ. ბიჭები მოწყურებული არიან, თავიანთი ნაკრების ღირსება უფრო მეტ ტურნირზე დაიცვან და გვჯერა, საგზურის მოპოვების შანსი გვაქვს.

ერთა ლიგის პლეიოფში გარანტირებულად ვითამაშებთ და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საკვალიფიკაციო ეტაპს შიშის გარეშე მივუდგეთ. ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდეთ, რადგან ერთა ლიგის პლეიოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წინა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ყოველთვის იყო მატჩი, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. გამომდინარე აქედან, ვიცით, რომ იდეალურად უნდა ვითამაშოთ, რათა საგზური დავისაკუთროთ და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა“.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს და საკუთარ კედლებში კვიპროსს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“