ზინჩენკო: „ომი ყველა უკრაინელს შეეხო, რუსეთი ტერორისტი ქვეყანაა“
Aa
Aa

ზინჩენკო: „ომი ყველა უკრაინელს შეეხო, რუსეთი ტერორისტი ქვეყანაა“

უკრაინის ნაკრებისა და „არსენალის“ ფეხბურთელმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა და სამშობლოში მიმდინარე ომზე ისაუბრა. ზინჩენკომ რუსეთს ტერორისტი ქვეყანა უწოდა და უკრაინის არმიას მადლობა გადაუხადა.

„საერთოდ არ მინდა, იმ ქვეყანაზე ვისაუბრო და მას უბრალოდ ტერორისტ სახელმწიფოდ მოვიხსენიებ. საფეხბურთო კლუბ უფას მადლიერი ვარ იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთა, მაგრამ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, არ მინდა, მათთან რაიმე მოგონება მაკავშირებდეს. ამ ქვეყანაზე აბსოლუტურად არაფრის თქმა არ მსურს, რადგან მათ გამო და მათი ბომბების გამო, უკრაინელები ყოველდღე იღუპებიან.

უკრაინაში ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც რაღაც მაინც არ დაუკარგავს. ეს ომი თითოეულ ჩვენგანს შეეხო და ჩვენი აზროვნება მთლიანად შეცვალა. სამწუხაროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ყოველდღიურ აგრესიას შევეგუეთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

მინდა, უკრაინის არმიას უდიდესი მადლობა გადავუხადო. მათი წყალობით, ფეხბურთს ვთამაშობთ და ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავთ. ძალიან კარგად გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია და ყოველთვის, როცა ვინმესთან ვთამაშობთ, ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავთ. ომის დაწყებიდან 1 წელიწადზე მეტი გავიდა და მიმდინარე მოვლენების გააზრება ისევ რთულია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება. მახსოვს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირა იყო გასული და მაღაზიაში მივდიოდი, როცა ჩემთან ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს: „თქვენთან ვართ, თქვენთვის ვლოცულობთ, ყველაფერი კარგად იქნება“. დაახლოებით 10 წლის ბავშვები იყვნენ და ასეთი რაღაცები ჩემზე ძალიან მოქმედებს“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა ერთი წლისა და 1 თვის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“