მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ის ქართველი ქუჩაში საშიში არაა, იანი - საშიშია“ - ფიზიევის სპარინგ-პარტნიორი მერაბზე

UFC-ის მებრძოლის, რაფაელ ფიზიევის სპარინგ-პარტნიორმა ილია ფრეიმანოვმა მერაბ დვალიშვილზე და პიოტრ იანზე ისაუბრა. ფრეიმანოვმა რუსი და ქართველი მებრძოლები შეადარა და განაცხადა, რომ ქუჩაში იანი ბევრად სახიფათოა.

„პიოტრი არ შეცვლილა. იგივე ქუჩის ბიჭია და სიბერემდე ასეთი იქნება. ვფიქრობ, ყველა მიხვდა, რომ ის ქართველი ქუჩის ბიჭი არაა. მათ შორის განგსტერი უფრო პიოტრია, ვიდრე მერაბი. ორივე მათგანი საშიშია, მაგრამ ქუჩაში დვალიშვილთან კი არა, იანთან ერთად აღმოჩენას არ ვისურვებდი. ქართველს დაელაპარაკები და რაღაცას აუხსნი, პიოტრთან კი სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ყოფილი ჩემპიონი დომინანტურ სტილში დაამარცხა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. „მანქანის“ მოგების შემდეგ, UFC-იმ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და მერაბმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნომინანტებს შორისაა | კვარას შანსი აქვს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს
ნომინანტებს შორისაა | კვარას შანსი აქვს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს