ერთა ლიგა, ქალ ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ოფიციალურად: ერთა ლიგა ქალ ფეხბურთელებს შორისაც გაიმართება

ვაჟი ფეხბურთელების მსგავსად, უეფას ერთა ლიგის გათამაშება ქალ ფეხბურთელთა შორისაც გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად უკვე არის დადასტურებული ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ.

გათამაშებაში მონაწილეობას ევროპის მასშტაბით 55 ქვეყნის ნაკრები მიიღებს და სამი ლიგა იქნება - A, B და C. A და B ლიგებში 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება, დარჩენილი გუნდების რაოდენობა კი C ლიგში 3 და 4 ნაწილად გაიყოფა.

კაცთა ერთა ლიგის მსგავსად, ქალთა ტურნირზეც თითოეული ლიგის გამარჯვებული პლეი ოფების შედეგად გამოვლინდება. იმოქმედებს აღზევება-დაქვეითების პრინციპიც. ამასთან, თითოეული ლიგიდან გამოვლინდება ევრო 2025-ზე მონაწილე ერთი გუნდის ვინაობაც.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თავდაპირველად C ლიგაში იქნება, მეტოქეების ვინაობა კი რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

ქალთა ერთა ლიგის პირველი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2023 წლის 20 სექტემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება. პლეი ოფის შეხვედრები კი სავარაუდოდ, 2024 წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა