აგენტი: მარტინესმა „ატლეტიკო“ აირჩია
Aa
Aa

აგენტი: მარტინესმა „ატლეტიკო“ აირჩია

"პორტოს" თავდამსხმელის, ჯექსონ მარტინესის გარშემო შექმნილი გაურკვეველი ვითარება დასრულებულია. გუშინ ფეხბურთელის აგენტმა, ლუის ენრიკე პომპეომ დაადასტურა, რომ მისი კლიენტი კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

 "მილანის" მადლობელნი ვართ, განსაკუთრებით ადრიანო გალიანის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჯექსონი "როსონერის" რიგებში აღმოჩენილიყო. მიუხედავად ამისა, თავად მოთამაშემ მადრიდის გადაწყვეტილება მადრიდის "ატლეტიკოს" სასარგებლოდ მიიღო, რადგან პროექტი სწორედ მის ირგვლივ აეწყობა. ტრანსფერი ოფიციალურია და მე ამას ვადასტურებ. მარტინესი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს მადრიდულ კლუბთან" - განაცხადა ენრიკე პომპეომ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები