ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

CalcioNapoli: “ხვიჩასთან ერთად ნაპოლი ყველა მატჩს 1:0-ით იწყებს“

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ავტორიტეტული გამოცემა CalcioNapoli24.It საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

CalcioNapoli24:

„ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტმა ბოლო 15 წლის განმავლობაში სერია ა-ს რიცხვებზე დიდი გავლენა მოახდინა. არ ვგულისხმობთ 2006 და 2007 წლების შემდეგ პერიოდს, როდესაც დიეგო რიბას დე კუნია „პორტუდან“ „ვერდერში“ გადავიდა.

დიდი ხანია ევროპის ტოპ 5 ლიგებში, სადებიუტო სეზონში არცერთ ფეხბურთელს მსგავსი შედეგი არ დაუფიქსირებია. საუბარი 10+ გოლზე და 10+ საგოლე გადაცემაზეა. დე კუნია, რომელიც 2009 წელს „იუვენტუსში“ ჩაირიცხა, 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა დააგროვა. ხვიჩასთვის კი ეს შედეგი მარტივად მისაღწევია.

ასეთი შედეგის დაფიქსირება ადვილი ნამდვილად არ არის და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ 5 ფეხბურთელს აქვს.

ლეო მესი - 13 გოლი და 13 საგოლე პასი
ნეიმარი - 13 გოლი და 11 საგოლე პასი
ხვიჩა კვარაცხელია - 12 გოლი და 12 საგოლე პასი
ბუკაიო საკა - 12 გოლი და 10 საგოლე პასი
კოლო მუანი - 11 გოლი და 12 საგოლე პასი

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ ნებისმიერ მატჩს 1:0-ით იწყებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი სერია ა-შია, თუ ჩემპიონთა ლიგაზე."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ყოველ თამაშში ახალ სიურპრიზს გვთავაზობს“ - სიომინი
„ხვიჩა ყოველ თამაშში ახალ სიურპრიზს გვთავაზობს“ - სიომინი